ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა „ეტალონის“ პირველ ტურში მაღალი აქტივობით ჩაერთო
23-04-2018
ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეები მაღალი აქტივობით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში, ახლა კი შედეგებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. იხილეთ ფოტოები