კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მუსიკის ცოდნაში შეეჯიბრნენ
23-04-2018
კუჭატნის საჯარო სკოლაში, მუსიკის პედაგოგის თამარ ქოჩიშვილის ორგანიზებით, მუსიკალური ვიქტორინა, მოეწყო. ვიქტორინაში სხვადასხვა კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები ერთმანეთს მუსიკოსებისა და კომპოზიტორების, მუსიკის მიმართულებების, მუსიკალური ნაწარმოებების ცოდნაში შეეჯიბრნენ.
მოსწავლეებმა ქართული ფილმებიდან მუსიკალური ნაწყვეტები გამოიცნეს. დახატეს მუსიკალური ინსტრუმენტები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას ჟიური აფასებდა, რომლის წევრებიც იყვნენ პედაგოგები - ნადეჟდა ნადირაშვილი და დავით თედეიშვილი, ასევე სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე ეთერ გელაშვილი.
ვიქტორინის ბოლოს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ყველაზე აქტიური მოსწავლეები კი ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ ქოჩიშვილმა და სკოლის დირექტორმა ნინო მელქოშვილმა ფასიანი საჩუქრებით დააჯიდოვეს.