ფრაზები, რომლებიც ესეს წერისას არ უნდა გამოიყენოთ
16-02-2023

ესე იგივე თავისუფალი თემაა, რომელშიც ლიტერატურული, სოციალური ან სხვა სახის პრობლემაა განხილული.

ესეს წერა უნდა შეეძლოს როგორც აბიტურიენტსა და სტუდენტს, ასევე პედაგოგს, შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ესე ხშირად გვხვდება საგამოცდო საკითხებში.

ესეს წერა შესავლით უნდა დაიწყოს, ძირითად ნაწილში საკუთარი ნააზრევი არგუმენტებით უნდა გაამყაროთ, ბოლოს ეტაპი კი დასკვნაა, სადაც სათქმელს შეაჯამებთ.

ხშირად გამოცდაზე ესეს წერისას, სიტყვათა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მრავალ არასაჭირო სიტყვასა და წინადადებას იყენებენ, რაც საბოლოო შეფასებაზე უარყოფითად აისახება. აკადემიური წერა არ მოითხოვს მაღალფარდოვან გადატვირთულ წინადადებებს, პირიქით, საჭიროა ნააზრევის მოკლედ, გამართულად და მკაფიოდ გადმოცემა. მოერიდეთ ბუნდოვან ფრაზებს, ამის სანაცვლოდ სათქმელი გამოხატეთ მარტივად და ნათლად.

ესეს წერისას ნუ გამოიყენებთ შაბლონურ, პათეტიკურ წინადადებებს. მაგალითად, იმდაგვარს, როგორიცაა:

„ჩაიფერფლა საუკუნეები, მაგრამ შოთა რუსთველის სახელი ჩაუქრობელი ცეცხლია“

„ქართული პოეზიის გალაქტიკაში ნიკოლოზ ბარათაშვილი განსაკუთრებულად მოციმციმე ვარსკვლავია“

„ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები ისეთივე ძვირფასია, როგორც ბრილიანტის სამკაულები“

„გავიდა ჟამი და ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსნის“ გვერდით ყველა ლიტერატურული ნაწარმოები უსუსური და უმწეოა, ვითარცა ჩვილი“

„ქართველი მეფეების სახელი ყველამ მუხლმოდრეკით უნდა ახსენოს და თაყვანი სცეს მათ“

ჩამოთვლილ წინადადებებში ნათლად ჩანს, რომ ნააზრევი ზედმეტი სიტყვებითაა გადმოცემული, არის შაბლონური და პათოსით სავსე. ასეთი ფრაზები მკითხველის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ნურც იმას იფიქრებთ, რომ მსგავს  წინადადებებში ლექსიკის სიმდიდრე ჩანს, პირიქით, სპეციალისტების აზრით, მსგავსი ფრაზები დაბალ ენობრივ კულტურაზე მიანიშნებს.

იხილეთ ასევე: როგორ დავწეროთ კარგი ესე? - ამ წესების დაცვა გამოცდაზე მაქსიმალურ ქულას მოგიტანთ

3 მნიშვნელოვანი რამ, რაც არგუმენტირებული ესეს წერისას უნდა გაითვალისწინოთ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203