თბილისში „ნუცას ბაგა-ბაღის“ ორი ფილიალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნონა ედიშერაშვილი, ქალ-ვაჟის დედაა. კერძო საბავშვო ბაღს თავისი ქალიშვილის სახელი - ნუცა, უწოდა. ამბობს, რომ საბავშვო ბაღი სასიამოვნოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო სამსახურია და იქ ვერ იმუშავებ, თუ ბავშვები არ გიყვარს და მათ განვითარებაზე არ ზრუნავ.
ნონა ედიშერაშვილი 12 წლის განმავლობაში საჯარო საბავშვო ბაღში მუშაობდა, მერე კი საკუთარი დაარსა და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი სააღმზრდელო დაწესებულება სანიმუშო იყოს.
ნონა ედიშერაშვილი: ჩემი ბაღის დაარსება, პირველ რიგში, გადამაწყვეტინა იმ პრაქტიკამ, რაც იმ 12 წლის განმავლობაში დავაგროვე, როდესაც საჯარო სკოლამდელ დაწესებულებაში ვმუშაობდი და ასევე - ბავშვების დიდმა სიყვარულმა, მათი განვითარების სურვილმა.
- ამდენწლიანი დაკვირვებით რა დასკვნა გამოიტანეთ, რა სჭირდებათ ბავშვებს, რომ ემოციურად თუ ფიზიკურად, სწორად და კარგად განვითარდნენ?
- ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო ემოციური კუთხით, რადგან ეს ის ასაკია, როცა ბავშვს ყველაზე მეტად ემოციური უკუკავშირი სჭირდება, ვიდრე ის, თუ რა ფერის ტანსაცმელი აცვია. ამ ხნის პრაქტიკამ მაჩვენა, რომ როდესაც ბავშვთან მუშაობ სოციალურ-ემოციურ უნარებზე, ის მეტად კომუნიკაბელური და თავდაჯერებული გახლავთ. სოციალურ უნარებში იგულისხმება ის უნარები, რომლებიც ბავშვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში უწყობს ხელს. თანატოლებთან კონტაქტი ამის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც საჯარო ბაღში ვმუშაობდი და ჩაბარებული მყავდა ჯგუფი, ბავშვებისთვის არასოდეს წამიკითხავს უბრალოდ ზღაპარი. იმ ზღაპარს ყოველთვის ვაცოცხლებდი და ბავშვებთან ერთად მთელი გულით და სულით სცენად ვდგამდი. ვხედავდი, რომ ბავშვი, რომელიც არც ისე აქტიური იყო, ეს აქტივობა მასაც კი აინტერესებდა და მთელი ემოციით ერთვებოდა პროცესში.
სრული ინტერვიუს სანახავად გადადით აქ მითითებულ ბმულზე.