კორტოხის საჯარო სკოლაში შიდა დაკვირვების გაკვეთილებს მასწავლებლები აქტიურად ატარებენ.
მე-8 კლასში შიდა დაკვირვების გაკვეთილი გეოგრაფიაში ჩატარდა (პედაგოგი: არჩილ პაქსაძე).
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის სქემები და იმსჯელეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების გზებზე.
მე-10 კლასში მათემატიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებს ესწრებოდნენ შიდა შეფასების ჯგუფის წევრები.
მათემატიკის პედაგოგმა ბადრი პაქსაძემ მოსწავლეებთან ერთად ჩამოაყალიბა ტრიგონომეტრიული ფუნქციები და მოსწავლებს კოსინუსების თეორემის საშუალებით მიუწვდომელი წერტილის პოვნა დაავალა.
ბიოლოგიის გაკვეთილზე სისხლის მიმოქცევის სისტემაზე ისაუბრეს. პედაგომა მარინე პაქსაძემ მოსწავლეებს გულსისძარღვთა სისტემა აუხსნა, ხოლო მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს.
მე-5 კლასის მოსწავლეები პედაგოგმა მარო ხმალაძემ სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ჩართო. პედაგოგი ცხოველებისა და ამფიბიების აგებულების თავისბურებებზე ესაუბრა მოსწავლეებს.
კორტოხის საჯარო სკოლა ულოცავს მასწავლებლებს წარმატებით ჩატარებულ გაკვეთილებს და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები