„ბავშვები სკოლაში სათანადო ცოდნას ვერ იღებენ... საგანმანათლებლო სისტემა გახდეს უფრო მკაცრი“
08-02-2023

როგორც მოსწავლის მშობელს, მინდა, ჩემმა შვილმა უკეთ ისწავლოს და ამისთვის პარლამენტმა შესაბამისი კანონები მიიღოს - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლილსას დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

„მე, როგორც მოსწავლის მშობელს, მინდა, რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს კარგად და ამისათვის საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც მეტ საშუალებას მისცემს [შვილს], უკეთ ისწავლოს, საგანმანთლებლო სისტემა კი გახდება უფრო დალაგებული და  მკაცრი; ჩემი შვილები სკოლაში იმ ცოდნას ვერ იღებენ, რომ შეძლონ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის საზღვარგარეთ, სწავლის გაგრძელება, ამიტომ იძულებული, ვარ რეპეტიტორები დავიქირაო და დამატებით ვასწავლო. მე ველოდები, პარლამენტიდან ისეთი კანონების მირებას რომელიც ამაში ხელს შემიწყობს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203