სანიტარული ზედამხედველობის ფარგლებში ბაღებში მონიტორინგი ჩატარდა - გამოვლინდა თუ არა დარღვევები სააღმზრდელო დაწესებულებებში
16-02-2023
ბათუმის მუნიციპალიტეტის ინსპექცია საბავშვო ბაღებში მონიტორინგთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შემოწმებული ბაღებიდან ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. 

„საბავშვო ბაღების სანიტარულ-ჰიგიენური შესწავლა დაიწყო. ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე ამ დროისთვის 6 საჯარო ბაღია შემოწმებული. ნორმების დაღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203