მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება - განმავითარებელი შეფასების საუკეთესო საშუალებები
12-02-2023

მოსწავლეთა თვითშეფასება არის პროცესი, რომლის საშულებითაც მოსწავლე თავად ერთვება საკუთარი სწავლის პროცესის მართვაში. ის თავად აფასებს საკუთარ მიღწევებს და ადგენს სუსტ მხარეებს, რაზეც უფრო მეტი მუშაობა სჭირდება.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გხვდება ცხრილი, სადაც განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობაა მოცემული. დოკუმენტში განმარტებულია, რომ შემფასებელი შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლე. მასწავლებლისგან განსხვავებით, მოსწავლეს არ აქვს განმსაზღვრელი შეფასების დაწერის უფლება, თუმცა მას შეუძლია, გასცეს განმავითარებელი შეფასება. დოკუმენტის თანახმად, შემფასებელი შეიძლება იყოს მოსწავლე, შეფასების ფორმები კი - თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

თვითშეფასების ცხრილი ზოგჯერ სასკოლო სახელმძღვანელოებს ან მის თანმდევ რვეულებს ახლავს თან. გარდა ამისა, მასწავლებელს შეუძლია თავადაც შექმნას მსგავსი თვითშეფასების კითხვარი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის დადგენაში დაეხმარება.

თვითშეფასებისთვის კარგია, მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცეს საკუთარი ნაშრომების შეფასების საშუალება. ასევე შესაძლებელია, მოსწავლეებმა აწარმოონ საკუთარ სასწავლო აქტივობებზე ჩანაწერები, მაგალითად: მე შემიძლია....., კარგად გამომდის......., მინდა უკეთ გავაკეთო......, მინდა ვიცოდე........, ჩემთვის რთულად გასაგებია......., ვისურვებდი...... და ა.შ.

მოსწავლეთა რეფლექსიის ფორმა შეიძლება იყოს ასეთიც:

კარგად გავართვი თავი..........

აღმოვაჩინე, რომ გამიჭირდა გაგება...........

იმისთვის, რომ უკეთესად შევისწავლო ის საკითხები, რომელიც ვერ გავიგე, მჭირდება............

მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსწავლემ თავად გააცნობიეროს, თუ რა მიზნისკენ მიდის, რა ისწავლა და როგორ, რისი გაკეთებაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბაც და ის სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აისახება.

მოს­წავ­ლე­ე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან ერ­თ­მა­ნე­თის შე­ფა­სე­ბი­სას, ამიტომ პედაგოგი უნდა დაეხმაროს ბავშვებს, რომ ურთიერთშეფასება იყოს ობიექტური და გამჭვირვალე.

მოს­წავ­ლე­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის ფორმა შეიძლება იყოს ასეთი:

თანაკლასელის მოსაზრებიდან ყველაზე მეტად მომეწონა...........

საინტერესო იყო...........

არ ვეთანხმები იმაში, რომ.............

ჩემ­თ­ვის სი­ახ­ლე იყო................

ობიექტური თვითშეფასება და ურთიერთშეფასება მოსწავლეებს უყალიბებს შეცდომის მიმართ სწორ დამოკიდებულებას და პასუხისმგებლობის გრძნობას. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ საკუთარ სუსტ მხარეებზე მუშაობით და შეცდომების გამოსწორებით ისინი განვითარდებიან და მეტ ცოდნას მიიღებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203