აღმზრდელებსა და მასწავლებლებს სახელმწიფო ენაში გადაამზადებენ - იგეგმება მათი კვალიფიკაციის ამაღლება
10-02-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ ძირითადი ინიციატივის, პროგრამისა და პროექტის თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.

ბაღებში სისტემური ცვლილებები იგეგმება - რას ცვლის მთავრობა სააღმზრდელო დაწესებულებებში

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ამ მიზნით დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის:

„არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური პროგრამის განვითარება და განხორციელების არეალის გაფართოება, სასწავლო რესურსების შემდგომი განვითარება და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც საგნობრივი მიმართულებით, ასევე სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს როგორც ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის სრულყოფის კუთხით“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203