სკოლებისთვის ციფრული სახელმძღვანელოები შეიქმნება - მთავრობის გადაწყვეტილება
18-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების მინისტრთან სამუშაო თათბირი ჩაატარა, სადაც განიხილეს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სკოლებს უახლოეს მომავალში - ახალი სასწავლო წლიდან შეეხებათ.

ოფიციალურ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები გაციფრულდება.

ჯერჯერობით აღნიშნული ინიციატივა საპილოტე რეჟიმში დაინერგება და სწორედ ამიტომ, ცვლილება მხოლოდ რამდენიმე სახელმძღვანელოს შეეხება.

„ინტერაქტიური რესურსის შექმნის მიზნით საპილოტედ გაციფრულდება რამდენიმე სახელმძღვანელო“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203