ცვლილება ახალი სასწავლო წლისთვის - თავდაცვის გაკვეთილებისთვის სამხედრო მოსამსახურეებს გადაამზადებენ
13-02-2023

2022-2023 სასწავლო წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც განათლების სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა - თავდაცვის გაკვეთილები გახლდათ, თუმცა, აღნიშნული ინიციატივა საპილოტე რეჟიმში დაინერგა და მხოლოდ რამდენიმე სკოლა მოიცვა.

მთავრობის მეთაურთან ჩატარებულ გაფართოებულ თათბირზე გაირკვა, რომ იგეგმება გაიზარდოს საგნის -  „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ დაფარვის არეალი.

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში განმარტებული, ამ მიზნით გამოცხადდება თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსი და ისინი სპეციალურად გადამზადდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203