ბაღებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია - ბრძანება ძალაშია
13-02-2023
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში, პრემიერის ბრძანებით, ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, რომელიც „ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება“, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2023 წლის 1-ელ აპრილამდე.

ბაღებში სისტემური ცვლილებები იგეგმება - რას ცვლის მთავრობა სააღმზრდელო დაწესებულებებში

ასევე განისაზღვრა ინსტრუქცია ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, „გაერთიანების მართვაში შემავალ ყველა დაწესებულებას ელექტრონულ სისტემაში არეგისტრირებს გაერთიანება, ხოლო ის დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას ახორციელებს თავად“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203