აწყურის საჯარო სკოლაში დედა ენისადმი სიყვარული გამოხატეს
23-04-2018
აწყურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. 

ქართული ენის მასწავლებელმა, ქეთევან დუგლაძემ მე-7, მე-9 და მე-10 კლასის სრული ჩართულობით გამართა ღონისძიება. 

მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობასა და 14 აპრილის ისტორიაზე ისაუბრეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანი შეამკეს, მხატვრულად გამოსახეს ფურცლებზე და ასე გამოხატეს დედა ენისადმი სიყვარული. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს დედა ენის დღე (კლასის ხელმძღვანელი: ნინო სუხიაშვილი). 

აწყურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203