3 წელია ბაღი დაკეტილია - უკმაყოფილო მშობლები პასუხს ითხოვენ
13-02-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2020 წლის ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა etaloni.ge - სთან საუბრისას აცხადებს, პრობლემის გადაჭრაზე მათთან არავინ საუბრობს, ბავშვები კი უკვე მესამე წელია ბაღის გარეშე არიან. 

„3 წელია დაკეტილია ბაღი სარემონტო სამუშაოების გამო, თუმცა არც რემონტი კეთდება და არც ბაღის გახსნაზე ფიქრობს ვინმე, უამრავი ბავშია სკოლამდელი აღზირდის გარეშე დარჩენილი, ისიც კი არ ვიცით, ვის მივმართოთ რომ ეს პრობლემა გადაიჭრას", - გვეუბნებაადგილობრივი მაცხოვრებელი. 

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2020 წლის ივნისში დაიწყო და 6 თვეში, 2020 ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბაღის გახსნის დრო ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის მერიას დავუკავშრდით, რომელმაც გორის ბაღების გაერთიანებასთან გადაგვამისამართა, თუმცა მათ გვითხრეს, რომ საკითხი  მერიასთან უნდა დაეზუსტებინათ და პასუხს მოგვიანებით მოგვაწვდიდნენ. etaloni.ge-ს ამ დრომდე განმარტება არ მიუღია, შესაბამისად, მასალას ოფიციალური უწყების პოზიციის გარეშე ვაქვეყნებთ, თუმცა პასუხის დაბრუნების შემთხვევაში, მათ განმარტებას მკითხველს აუცილებლად ვაცნობებთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203