ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კრეატიულობით გამოირჩევიან
23-04-2018
ვალის N2 საჯარო სკოლაში, VI კლასის მიერ,  მათივე დამრიგებლის, ნათია მანველიშვილის ხელმძღვანელობით,  მხიარული და აზარტული შოუ  „ნიჭიერი“  ჩატარდა. 

ღონისძიება, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების მიერ, ხალისიანად და ენერგიულად წარიმართა. წარმოდგენაზე ყველა მოსწავლემ იაქტიურა. ისინი კრეატიულობით გამოირჩეოდნენ. მონაწილენი  ცდილობდნენ თავიანთი როლი  სათანადოდ შეესრულებინათ.

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203