სემესტრის ბოლოს 250 ლარს მოსწავლეები მიიღებენ - ფულადი ჯილდო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული
25-02-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები;

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში მოხდება მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა და გარდა ამისა, „ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრებით განხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეების წახალისება 250 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოთი.

„პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის   საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,  საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, წარმატებული სწავლისათვის უმაღლეს შეფასებასთან ერთად  ფულადი ჯილდოც დაიმსახურონ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203