რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა „გამოსაძახებელი ჩხირები“? - ტექნიკის უპირატესობები
12-03-2023

მასწავლებლებისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც დასულ კითხვას ყველა მოსწავლე ერთად პასუხობს და  ამის გამო კლასში ხმაურია.

ხშირად ისეც ხდება, რომ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს მუდმივად ერთი და იგივე მოსწავლეები პასუხობენ, სხვები კი პასიურობენ. სწორედ ასეთ დროსაა ეფექტური ე.წ. გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენება.

როდის და როგორ გამოვიყენოთ ჩხირები?

სპეციალურ ჩხირებზე წინასწარ ჩამოწერეთ მოსწავლეთა სახელები და გვარები და მოათავსეთ ჭიქაში ან ყუთში, ჩხირებისა და მათი სათავსო ყუთის ლამაზად მორთვაც შეგიძლიათ. შემდეგ ჩხირები ამოიღეთ სათითაოდ. თუ მასწავლებელი ერთხელ შერჩეულ ჩხირს კვლავ დააბრუნებს შეკვრაში, ამით მოსწავლეს მიახვედრებს, რომ მას კიდევ შეიძლება დაუსვან კითხვა.

გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებისას კითხვა-პასუხში შესაძლებელია ყველა მოსწავლის ჩართვა, თუმცა ამისთვის ყველა ჩხირის ყუთიდან ამოღება არაა აუცილებელი. პირველ ჯერზე კითხვა დაუსვით მოსწავლეს, რომლის სახელობის ჩხირსაც ყუთიდან ამოიღებთ, პასუხის მოსმენის შემდეგ ჰკითხეთ მეორე მოსწავლეს ეთანხმება თუ არა პირველი მოსწავლის მოსაზრებას. შემდეგ მესამე მოსწავლეს სთხოვეთ, ახსნას არგუმენტით, თუ რატომ არის სწორი ან მცდარი პირველი მოსწავლის მიერ კითხვაზე გაცემული პასუხი. ასეთ შემთხვევაში კითხვა-პასუხის პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეებს პასუხის მოსაფიქრებლად სხვადასხვა დრო სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, თითოეულ მათგანს მოსაფიქრებლად საკმარისი დრო მისცეთ.

გამოსაძახებელი ჩხირების ტექნიკის უპირატესობა ისაა, რომ მარტივად შეგიძლიათ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა. ასევე იოლია მათი ყურადღებს მიპყრობა და შენარჩუნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203