ვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები დახატეს
23-04-2018
ვანის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა გულნარა გაბუნიამ თემაზე, „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“ ჩაატარა.
გაკვეთილზე მასწავლებელმა სხვადასხვა აქტივობა გამოიყენა და ჩატარებულმა გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა „ვეფხისტყაონის“ პერსონაჟებიც დახატეს და სკოლაში გამოფინეს.