შეუქმნა თუ არა დიდთოვლობამ პრობლემა სასწავლო პროცესს - „გაკვეთილების ხანგრძლივობა შევამცირეთ, თუმცა დღეს სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“
15-02-2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ცნობილია ისიც, რომ თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს გადააჭარბა.

შეუქმნა თუ არა უამინდობამ პრობლემა სასწავლო პროცესს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ნინო მშვილდაძეს მიმართა.

როგორც ოფიციალურ უწყებაში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა გუშინ ხანის სკოლაში, დიდთოვლობის გამო მოსწავლეების ნაწილი ვერ მივიდა, რის გამოც, გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდა, მაგრამ დღეს, ადგილობრივ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა:

„ამჟამად, სასწავლო პროცესს არაფერი აფერხებს; გზები გადაითოვლა და სკოლებში ბავშვებს მისვლა შეუძლიათ. მართალია, გუშინ, ხანში შეიქმნა გარკვეული წინააღმდეგობა - მოსწავლეთა დასწრების მხრივ, რის გამოც, გაკვეთილების ხანგრძლივობა შევამცირეთ, თუმცა ახლა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და გაკვეთილებიც 45-წუთიანია, რადგან სკოლებში არის გათბობა“, - განაცხადა ნინო მშვილდაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203