ვალის N1 საჯარო სკოლაში „მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX)“ მონაწილე კურსდამთავრებულების შესახებ ახალი პროექტი იწყება.
სკოლა პერიოდულად გააცნობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებული ფლექსელების შესახებ ინფორმაციას.
პროექტი სკოლის პირველი ფლექსელის ქეთევან ჩიტიაშვილის გაცნობით დაიწყო.
ქეთევან ჩიტიაშვილი „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამაში (FLEX)“ 2009-2010 წლებში მონაწილეობდა.
მოსწავლე ქალდველის საჯარო სკოლაში სწავლობდა. (აიდაჰო, აშშ)
მან პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისგან აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო მიიღო მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.
„გაცვლითი პროგრამა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ვთვლი, რომ ის უნარები, ღირებულებები და გამოცდილება, რაც ამ ერთმა წელმა მომცა ჩემი მომავალი წარმატების, კარიერული განვითარების და პროფესიული სიძლიერის საწინდარი აღმოჩნდა. ყველაზე ნიშვნელოვანი რამ იყო ჩემი, როგორც მოქალაქის და საზოგადოების წევრის როლის გაანალიზება. უმნიშვნელოვანესია კეთლდღეობის შენობაში ჩვენ ყველას შეგვქონდეს თუნდაც მცირე წვლილი და ვზრუნავდეთ ჩვენივე ქვეყნის თუ პლანეტის დაცვასა და განვითარებაზე“- აღნიშნავს ქეთი.
ამჟამად ქეთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრი, აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის საბჭოს წევრი და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორია მართლმსაჯულების მიმართულებით.
იხილეთ ფოტოები