ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია - სად არ დადიან ბავშვები უამინდობის გამო
15-02-2023

უამინდობის გამო აღსაზრდელების ნაწილი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არ მივიდა.

ჩოხატაურის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია აღსაზრდელების დაბალი დასწრების შესახებ საუბრობს:

„ეს ორი დღეა დასწრება ძალიან დაბალია. 2116 აღსაზრდელიდან 404 ბავშვი გამოცხადდა.  არის საბავშვო ბაღები, სადაც დღეს აღსაზრდელები საერთოდ არ გამოცხადდნენ. ეს ბაღები არის  ანასეულში, ნატანებში, ზემო ნატანებში, ვაკიჯვარში, მთისპირში და ძიმითში. ალბათ ეს, უამინდობას უკავშირდება. ვირუსული ინფექციებიც არის, მაგრამ გაუარესებულ ამინდთან დაკავშირებით გამოცხადება ყოველთვის დაბალია“.

ამ დროისთვის ჩოხატაურში 8 საბავშვო ბაღი გაჩერებულია. მიზეზი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების არ მისვლაა, რომელიც სავარაუდოდ უამინდობას უკავშირდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება „მომავალის“ ხელმძღვანელი, ნინო ბარამიძე ამბობს, რომ ბავშვების რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით საბავშვო ბაღებში მოიმატა.

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

„დღეს ბავშვების რაოდენობამ მოიმატა. 172 აღსაზრდელი მივიდა. ამ დროისთვის გაჩერებულია გოგოლესუბანის, სამების, ვან ზომლეთის, ნაბეღლავის, ერკეთის, ბუკისციხის , საჭამიასერის და ჯვარცხმას საბავშვო ბაღები. თუმცა, საბავშვო ბაღის თანამშრომლები ადგილზე არიან და ბავშვებს ელოდებიან“, - ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს.

ლანჩხუთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც 254 აღსაზრდელი მივიდა, ხოლო ბავშვები 5 ბაღში ისევ არ გამოცხადდნენ. სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა ნატა კობალავამ განაცხადა, რომ „გაჩერებულია აცანა, აკეთი, ხიდმაღალა, ნინოშვილი, ჯურუყვეთი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203