გაიგეთ, თუ რა აქტივობები განხორციელდა ოდიშის N1 საჯარო სკოლაში
23-04-2018
ალ.საჯაიას სახელობის ოდიშის N1 საჯარო სკოლაში პროექტები და ღონისძიებები ხშირად ტარდება.

სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელმა დემიზა ნაჭყებიამ მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტის პრეზენტაცია ,,ჩვენი ქართული-რუსთველის ენა, ილიას ენა, აკაკის ენა.“ პროექტის მიზანი იყო ქართული ენის სიწმინდის დაცვა და პოპულარიზაცია.  

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის  გაზეთები, მოაწყვეს კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა ,,იაკობის ნაკვალევის კვალდაკვალ“, ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მამული, ენა, სარწმუნოება,“ და ბოლოს, დედაენის  დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ,,დედაენა იაკობის გალობა და ქნარია!”. 

სკოლაში ასევე განხორციელდა პროექტი „არც კაცი ვარგა,რომ ცოცხალი მკვდარსა ემსაგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს!", რომელიც მიეძღვნა ნ. ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავის იუბილეს. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დემიზა ნაჭყებია იყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203