20 წლის რუს სტუდენტს ანტისაომარი პოსტების გამო 10 წლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს
15-02-2023
ომის საწინააღმდეგო პოსტების გამოქვეყნებისთვის დაკავებულ 20 წლის ოლესია კრივცოვას, ბრალად ედება "ტერორიზმის გამართლება და რუსეთის შეიარაღებული ჯარების დისკრედიტაცია".
ოლესიას თქმით, იგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული პოსტისთვის ვინმეს დააკავებდნენ.
„ყველას ციხეში ვერ ჩასვამენ. რაღაც მომენტში საკნები ამოიწურება“ - ამბობს 20 წლის გოგო, რომელსაც ტელეფონზე საუბარი და ინტერნეტის გამოყენებაც ეკრძალება. მის გადაადგილებას რუსი ძალოვნები სპეციალური სამაჯურის საშუალებით აკვირდებიან.
ცნობისთვის, გოგონა ქუჩაში აკრავდა პროკლამაციებს, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, რომ დიდი სამამულო ომის ვეტერანები უკრაინაშიც ცხოვრობენ, სტუდენტი გოგონა ასევე აქვეყნებდა ანტისაომარ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში, რისთვისაც 2022 წლის ოქტომბერში თანაკურსელები დასმენით დაემუქრნენ. დეკემბერში კრივცოვას ჩხრეკის ჩასატარებლად მიაკითხეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა (ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ურო ეჭირა ხელში, თავზე დაადგა გოგონას და „ვაგნერისგან“ მოკითხვა გადასცა), იანვარში კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, შინაპატიმრობა მიუსაჯა და ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.