სკოლებში არაგეგმიური მონიტორინგი ჩატარდება - შემოწმდება, სრულდება თუ არა ავტორიზაციის პირობები
03-03-2023

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულება მოწმდება გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით.

გეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით და/ან ცენტრის ინიციატივით. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით, ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საფუძველზე და/ან ცენტრის ინიციატივით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმური მონიტორინგის წლიური გეგმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აქტის გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი განაცხადი. ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (აქ აიტვირთება ფორმა).  განაცხადთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წარადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
 
ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უთითებს მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, მონიტორინგის განხორციელების ფორმას და მონიტორინგის ფარგლებს. 

მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრება 90 კალენდარული დღით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203