დირექტორობის დამატებითი გამოცდა 19 თებერვალს ჩატარდება - ტესტირების დაწყების დრო და ყველა დეტალი ცნობილია
განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხნეკელის ბრძანებით განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა დამატებითი ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.ა)
ტესტირების ჩატარების თარიღი - 2023 წლის 19 თებერვალი;
ბ)
ტესტირების ჩატარების ადგილი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
გ)
ტესტირების დაწყების დრო - 12:00 საათი;
დ)
ტესტირების ხანგრძლივობა - 5 საათი. მხედველობის პრობლემის მქონე პირებისათვის, რომლებიც წინასწარ წერილობით აცნობებენ აღნიშნულის თაობაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და განცხადებას თან დაურთავენ დამადასტურებელ დოკუმენტს - 5 საათი და 30 წუთი.
იხილეთ,
ვის აქვს დირექტორობის დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება