„დირექტორობის მსურველთა გამოცდის შედეგები მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება“ , - ამის შესახებ „ემისმა“ აპლიკანტებს განუცხადა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, კონკრეტული თარიღი, თუ როდის გამოქვეყნდება დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე გასული აპლიკანტების შედეგები, დადგენილი არაა, თუმცა მარტის პირველ ნახევარში ტესტირების ქულები ყველასთვის ცნობილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა დამატებითი გამოცდა 19 თებერვალს ჩატარდა. დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება იმ აპლიკანტებს აქვთ, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ტესტირებაზე გამოცხადება ვერ შეძლეს.
აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა https://emis.ge/ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის https://directors.mes.gov.ge/ მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.
ცნობისთვის დირექტორობის მსურველთა ტესტი წარმატებით გადალახულად ჩაითვლება თუ აპლიკანტი გამოცდაზე მაქსიმალური ქულის 60%-ს და მეტს დააგროვებს.
იხილეთ ასევე: ვის აქვს დირექტორობის მსურველთა დამატებით ტესტირებაზე გასვლის უფლება?
დირექტორობის გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა - გაიგეთ, სად ნახავთ ტესტის შედეგებს