სწავლა დისტანციურად გაგრძელდება... - ერდოღანის გადაწყვეტილებას მასწავლებლებისა და პროფესორების პროტესტი მოჰყვა
16-02-2023
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის ყველა უნივერსიტეტი ზაფხულამდე დაიხურება და მათ საერთო საცხოვრებლებში მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს განათავსებენ. სწავლა კი დისტანციურად გაგრძელდება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააპროტესტა განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა კავშირმა და განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და სტუდენტებისგან საფასურის მოთხოვნა. საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს რაც შეიძლება მალე განაახლოს აუდიტორიებში სწავლის პროცესი, რადგან ასე ახალგაზრდების განათლების უფლება ილახება.

თურქეთის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა კავშირის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს მრავალი სოციალური დაწესებულება, აშენებულია ათი ათასი ბინა, არის  სასტუმროები, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს მიწისძვრით დაზარალებულებს. 

საბჭო მოითხოვს მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების ყველა უნივერსიტეტის სტუდენტების დროებით უსაფრთხო რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებში გადაყვანას და რაც შეიძლება მალე სწავლის აუდიტორიებში განახლებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203