სწავლა საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში შეწყდა - დიდთოვლობის შედეგები
16-02-2023

დიდთოვლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასწავლო პროცესი შეაფერხა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 26 სკოლიდან ამჟამად მხოლოდ 6-ში მიმდინარეობს სწავლა და ინფორმაციას etaloni.ge-სთან ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინე ვეფხვაძეც ადასტურებს.

მისი განცხადებით, ამჟამად მუნიციპალიტეტში არ არის ელექტროენერგია, ნალექი არ წყდება და თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ სწავლა ამ 5 სკოლაშიც შეწყდება:

„თოვლი არ ჩერდება... ალბათ ხვალაც არ იქნება სასწავლო პროცესი, თუმცა გაცდენილ დღეებს შაბათის ხარჯზე ავანაზღაურებთ... მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ“.

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

დიდთოვლობაა აჭარაშიც. etaloni.ge-სთან საუბრისას, განათლებისა და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, ხულოში 6 სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი - 44-ში გადაიდო; შუახევში 6 სკოლაში მიმდინარეობს სწავლა - 38-ში გადაიდო, ქედაში 7 სკოლაში მიმდინარეობს - 22-ში გადაიდო.

აჭარის სკოლებშიც გაცდენილი დღეების ანაზღაურებას, შაბათის ხარჯზე აპირებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203