დირექტორობის მსურველებისთვის დამატებით გამოცდა დღეს,19 თებერვალს ჩატარდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, ამჯერად ტესტირებისთვის მხოლოდ ერთი სივრცე იქნება გამოყოფილი. ტესტირება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში ჩატარდება, გამოცდის დაწყების დრო კი 12:00 საათია.
ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათი იქნება, ხოლო მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, დამატებით, 30 წუთი მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ უცნობია რამდენი აპლიკანტი გადის დამატებით გამცდაზე, არაერთი მიმართვის მიუხედავად გაანთლების სამინისტროს ჩვენს კითხვაზე, რამდენი აპლიკანტი გადიოდა დამატებით გამოცდაზე პასუხი არ გაუცია
ტესტის ნიმუშიროგორც ცნობილია, კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.