ახალციხის N1 ბაღიდან გათავისუფლებული აღმზრდელი - მარინა ლილუაშვილი ადგილობრივი ბაღების გაერთიანებისგან გადაწყვეტილებას ელის - აუნაზღაურებენ თუ არა განაცდურ საათებს; ასეთ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში პროცესი აღარ ჩატარდება, რადგან მათ მორიგება შესთავაზეს, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
განაცდური საათების ოდენობა დაახლოებით 20 თვის ხელფასია და თუ მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო პროცესი მარტში ჩაინიშნება.
აღმზრდელი სამსახურიდან 2021 წლის ივნისში გაათავისუფლეს, გათავისუფლებამდე კი საყვედური გამოუცხადეს. ლილუაშვილმა ახალციხის ბაღების გაერთიანებას სასამართლოში უჩივლა და საქმეც მოიგო; შემდეგ პროცესი სხვა ინსტანციაში გაგრძელდა და სააპელაციო სასამართლომ ბაღების გაერთიანებას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა არა, თუმცა მისთვის განაცდური საათების ანაზღაურება მოსთხოვა.