ამჟამად, ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში ირიცხება 52 მოსწავლე, ხოლო პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 16 მასწავლებელი. სკოლაში პოზიტიური გარემოა შექმნილი. მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებს კეთილგანწყობილი, თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ. აქტიურად მუშაობენ სკოლის საგნობრივი კათედრები და სამეურვეო საბჭო. პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაზე - ეს ყოველივე კი, დადებითად...
მეტის ნახვა
ამჟამად, ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში ირიცხება 52 მოსწავლე, ხოლო პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 16 მასწავლებელი. სკოლაში პოზიტიური გარემოა შექმნილი. მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებს კეთილგანწყობილი, თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ. აქტიურად მუშაობენ სკოლის საგნობრივი კათედრები და სამეურვეო საბჭო. პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაზე - ეს ყოველივე კი, დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.
ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულია სხვადასხვა კლუბი, რომელთა ფუნქციონირებაშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეთა ინიციატივით სკოლაში მრავალი სოციალური თუ შემოქმედებითი პროექტი ხორციელდება, რომლებიც ეხება გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და სხვა. აქტიურად ფუნქციონირებს სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა. მოსწავლეები ასევე დიდ ინტერესს იჩენენ ქართული თუ უცხოური ლიტერატურის მიმართ.
სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 1930 წელს, როდესაც სოფლის მკვიდრმა აბდულ დუმბაძემ, პირველი კლასის მოსწავლეებს გამოუყო თავის საცხოვრებელ სახლში ერთი ოთახი. კლასში ირიცხებოდა 11 მოსწავლე. დღეს მოქმედი სკოლის შენობის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა: მოეწყო სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა, სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა...
მეტის ნახვა
სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 1930 წელს, როდესაც სოფლის მკვიდრმა აბდულ დუმბაძემ, პირველი კლასის მოსწავლეებს გამოუყო თავის საცხოვრებელ სახლში ერთი ოთახი. კლასში ირიცხებოდა 11 მოსწავლე. დღეს მოქმედი სკოლის შენობის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა: მოეწყო სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა, სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა მრავალფეროვანი ლიტერატურით, სასკოლო თუ კლასგარეშე სახელმძღვანელოებით.
ზედა აჭყვას საჯარო სკოლა საბაზო საფეხურისაა. სკოლის დასრულების შემდგომ, მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას სხვა საშუალო საფეხურის სკოლებში. სწავლის პარალელურად, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადებში, კონკურსებში თუ სპორტულ შეჯიბრებებში და წარმატებებსაც აღწევენ. სკოლაში ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი საღამოები და ღონისძიებები.