ლიკანის საჯარო სკოლაში, დასუფთავების აქცია - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ მოეწყო.
აქციაში დაწყებითი, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქციას ორგანიზება პედაგოგებმა - მედიკო დემეტრაშვილმა, ლილი ლომიძემ და ზოია ლომუაშვილმა გაუწიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს.
„მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ სუფთა გარემოს შენარჩუნება მათი მოვალეობაა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
იხილეთ ფოტოები