ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კინოსა და თეატრის ცნობილი პერსონაჟები გააცოცხლეს
23-04-2018
ორბელის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა კინოს ცნობილი პერსონაჟების კოსტიუმები მოირგეს. მოსწავლეებმა ზოროსა და კაპიტანი ჯეკ-ბეღურას კოსტიუმები შექმნეს და მინისცენები დადგეს.
ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებს ასეთი ორიგინალური ნამუშევრებისთვის მადლობა გადაუხადა.
მოსწავლეთა შემოქმედება სკოლის დირექტორმა და კლასის დამრიგებელმა დადებითად შეაფასა. იხილეთ ფოტოები