კერძო სკოლა „მილენიუმში“ ქართული ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა
23-04-2018
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ქართული ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა.

აღნიშნულს ორგანიზება მე-6 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენის მასწავლებელმა მედეა ბერიძიშვილმა გაუწიეს. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სქემა, რომელიც ასახავდა  ბარბარიზმებს, დიალექტიზმებს, ჟარგონებს, ნეოლოგიზმებს და მათ ღირსებას თუ  ნაკლს ენის განვითარების პროცესში.

სკოლის დირექციის შეფასებით, მისასალმებელია, რომ მოსწავლეებმა პრობლემა არამხოლოდ სწორად აღიქვეს, არამედ, დამაჯერებლადაც გადმოსცეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203