აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
23-04-2018
აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი გააკეთეს, დედა ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების გამონათქვამები წაიკითხეს. მოზარდებმა ასევე დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.