ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლა ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულია
23-04-2018
ქართულ - ამერიკული  უმაღლესი სკოლა ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულია.

შესაბამისი ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის www.naec.ge-ს მიერ გამოქვეყნდა. 

საქართველოს მასშტაბით, ქართულ - ამერიკული სკოლა ყველა კერძო სკოლას შორის პირველია.

როგორც სკოლის წარმომადგენელმა Etaloni.ge -სთან აღნიშნა, მიღწეული შედეგით ნამდვილად ამაყობენ: 

„მიღწეული შედეგით ნამდვილად ვამაყობთ, რადგან ოლიმპიადაში თითოეული მოსწავლის მიერ დაგროვებული ქულების ჯამი  სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობაზე იყოფა და მრავალრიცხოვანი სკოლებისთვის საუკეთესო ათეულში მოხვედრაც კი უდიდესი მიღწევაა. ვულოცავთ ამ უდიდეს წარმატებას ჩვენს სკოლას და ინგლისური ენის კათედრის თითოეულ მასწავლებელს", - განაცხადა ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის წარმომადგენელმა. 

Etaloni.ge ულოცავს სკოლას ამ მნიშვნელოვან წარმატებას. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203