განახლებული კალენდარი სამინისტროსგან - დეტალები
20-02-2023
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება შეხვედრა-სემინარები საგნობრივ ექსპერტებთან. შეხვედრები რეგულარულად იმართება თიმსის პლატფორმაზე. საგნობრივ ექსპერტებთან ჩატარებული შეხვედრები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

შემდეგი კვირის კალენდარი საგნების მიხედვით:

20 თებერვალი/ორშაბათი 19:00 - ფიზიკის საგნობრივი ექსპერტი გიორგი ლომიძე
თემა: ელექტრონული რესურსების გამოყენება ფიზიკის გაკვეთილზე

21 თებერვალი/სამშაბათი 19.00 - პირველი უცხო ენის ექსპერტი თამთა კამკამიძე
თემა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განვითარება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველ უცხოურ ენაში /ინგლისური ენა (დაწყებითი საფეხური)

22 თებერვალი/ოთხშაბათი 19.00 - გეოგრაფიის საგნობრივი ექსპერტი თეონა თიგიშვილი/მეგი ტალახაძე
თემა: კომპლექსური დავალების შექმნა და შუალედური მიზნის მიღწევის საშუალება

23 თებერვალი/ხუთშაბათი 19:00 - ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ნიკო სილაგაძე, საგანი მოქალაქეობა
თემა: კომპლექსურ დავალებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი

24 თებერვალი/პარასკევი 19.00 - ინკლუზიური განათლების ექსპერტი ლიკა ქურციკიძე
თემა: ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ფორმა, პროცესი, შინაარსი

25 თებერვალი/ შაბათი 19.00 - ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი თამარ ჯაყელი
თემა: მაგალითების მნიშვნელობა ცოდნის კონსტრუქტივისტული აგებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის მაგალითზე /დაწყებითი საფეხური/
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203