რუსთავის N9 საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრებების კვირეული ჩატარდა
23-04-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში  ჩატარდა სპორტის კათედრის კვირეული, რომელსაც სპორტის პედაგოგი დიანა სირანაშვილი უწევდა ორგანიზებას.   

კვირეულის ფარგლებში უამრავი საინტერესო ტურნირი და ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ტურნირები ჭადრაკსა და შაშში, სადაც გამოვლინდნენ სკოლის ჩემპიონები გოგონებსა და ვაჟებს შორის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.  

ასევე  ჩატარდა ტურნირი ფრენბურთში, სადაც სკოლის ჩემპიონი გახდა მე-10 კლასის გუნდი.

მხიარულ სტარტებში კი პირველობა არავის დაუთმო მე-6 კლასის გუნდმა. 

კვირეულის დასასრულს გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები სკოლის დირექციამ დიპლომებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203