დედა ენის დღესთან დაკავშირებით დაბა შაუმიანის საჯარო სკოლებმა ერთობლივი ღონისძიება მოაწყვეს
23-04-2018
დედა ენის დღესთან დაკავშირებით დაბა შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ინიციატივით ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში შაუმიანის N1, N2 და N3 საჯარო სკოლისა და შაუმიანის თემში შემავალი ხიხანის და ახკულის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ კონსულტანტ-მასწავლებლების მადონა ესაკიის, თეონა ცაგარეიშვილისა და ნინო ზაქარიაძის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას პროგრამის მენეჯერი თამარ კეკელიძე, პროგრამის კოორდინატორი ია არწივიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.