მოსწავლეების ტესტირება დღიდან დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალები და ინსტრუქცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორამციით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება. ტესტირება ჩატარდება ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლის შენობაში
(მისამართი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის N42). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია.
I სესიაზე რეგისტრაცია - 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დრო 14:30 საათია, ტესტირების დაწყების დრო კი - 15:00 საათი. ეს არ ეხება რუსულ და გერმანულ ენებს. რუსულ ენაში რეგისტრაცია დაიწყება 12:30 საათზე, ხოლო გამოცდა - 13:00 საათზე. გერმანულ ენაში რეგისტრაციის დაწყების დროა 15:30 საათი, ხოლო გამოცდის - 16:00 საათი.
რეგისტრაციის დროს მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
განრიგი:
8 მარტი
I სესია - ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
ფიზიკა.
II სესია - გეოგრაფია, ფრანგული ენა.
9 მარტი
I სესია - მათემატიკა, ისტორია;
II სესია - ბიოლოგია.
10 მარტი
I სესია - ინგლისური ენა, ქიმია;
13:00 საათზე - რუსული ენა;
16:00 საათზე - გერმანული ენა.