უკვე 5 წელია სკოლებში საატესტატო გამოცდები აღარ ტარდება; რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება - ცალკე საუბრის თემაა, მანამდე კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხობს - რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.
საშუალო საფეხურის პოლიტიკის დოკუმენტში, ოფიციალური სტრუქტურა განმარტავს, რატომ გაუქმდა CAT-ის გამოცდები:
„2011 წელს შემოვიდა „აბიტურის“ საათი. ამისათვის მე-12 კლასში 4 საგნისთვის გამოიყო დამატებითი 8 საათი, რომელიც მოსწავლეებს ერთი მხრივ ამზადებდა დამამთავრებელი გამოცდებისთვის, მეორე მხრივ - კი უმაღლესი სასწავლებლისთვის. მომზადების პროცესი, ე.წ. CAT-ის გამოცდების ტესტური დავალებებიდან გამომდინარე, სრულად ორიენტირებული იყო ფაქტობრივი ინფორმაციის შემოწმებაზე. ეს ყველაფერი კი ამცირებდა ფოკუსირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებზე. 2018 წელს CAT-ს გამოცდები გაუქმდა და შესაბამისად, გაუქმდა „აბიტურის“ საათიც“.