„ჩემი ვეფხისტყაოსანი“ - გუმბათის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა
23-04-2018
„ჩემი ვეფხისტყაოსანი“ - ამ თემაზე გუმბათის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა. აღნიშნულში მონაწილეობა მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მათ შემდეგი საკითხები წარმოადგინეს: „ვეფხისტყაოსნის ავტორი“; „ასტროლოგია და ასტრონომია ვეფხისტყაოსანში“; „ძვირფასი თვლები ვეფხისტყაოსანში“; „ვეფხისტყაოსანი და საქართველოს ისტორია“; „ვეფხისტყაოსნის გეოგრაფია“ და „ადამიანის მოვალეობანი ვეფხისტყაოსანში“.
პრეზენტაციები ჟიურიმ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა. საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა X კლასის მოსწავლე ზეინაბ კოჩალიძის პრეზენტაცია: „ასტროლოგია და ასტრონომია ვეფხისტყაოსანში“.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი ციცინო გობაძე.