მოსწავლის შეფასების მიზანია როგორც სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგი, ასევე სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. რაც მთავარია, შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.
მასწავლებელმა მოსწავლე არ უნდა შეაფასოს სუბიექტურად, მის მიმართ დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. შეფასების პროცესი ბევრად უფრო ღრმა და რთულია.
მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები კანონით არის განსაზღვრული. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების ძირითადი ამოცანებია:
რამდენად შეუძლია მოსწავლეს ძირითადი ამოცანების გადაჭრა, ამის გარკვევა კომპლექსური დავალებებითაა შესაძლებელი. სწორედ ამგვარი დავალებების შესრულება მოსწავლეს უბიძგებს მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც ეფექტურად გამოიყენოს. პედაგოგებმაც მოსწავლის შეფასებისას სწორედ ამით უნდა იხელმძღვანელონ, თუ როგორ ართმევს ბავშვი თავს კომპლექსურ დავალებებს. დოკუმენტში ვკითხულობთ:
„ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ“.