ახალსოფლის საჯარო სკოლაში მშობლიურ ენას კონცერტი მიუძღვნეს
23-04-2018
გარდაბნის ახალსოფლის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს საზეიმო საღამო მიუძღვნეს. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით რაიონულ საკრებულოში ახალსოფლის მაჯორიტარი დეპუტატი ალექსანდრე დურგლიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურული ცენტრის დირექტორი ლელა ბენდელიანი და ცენტრის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
კონცერტში, მოსწავლეებთან ერთად ახალსოფლის კულტურის სახლთან არსებული ხალხურ საკრავთა ანსამბლი მონაწილეობდა. ანსამბლის ხელმძღვანელი მადონა გაბროშვილია.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს ენის როლი ქართული სახლმწიფოს აღმშენებლობაში.
ღონისძიებას ორგანიზება მუსიკის პედაგოგმა ნაზი მაღალდაძემ გაუწია.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. იხილეთ ფოტოები