ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ
23-04-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქრისტე აღდგა“.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე, ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი მურმან გუბელაძე და სხვები.
მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
ღონისძიების ბოლოს სცენაზე მომავალი პირველკლასელები ავიდნენ.
მშობლებმა კლასის დამრიგებელს ფატიმა ფრუიძეს დაუღალავი შრომის, უშრეტი ენერგიის, უდიდესი სითბოსა და სიყვარულისათვის მადლობის სიგელი გადასცეს.
მერაბ კვიცარიძემ, რომელიც ხელმძღვანელობს გრანდიოზულ პროექტს „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო“ ერთ-ერთი მოსწავლე გიორგი ფხაკაძე და კლასის ხელმძღვანელი ფატიმა ფრუიძე პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. იხილეთ ფოტოები