„სკოლაში ჭერი არა, მხოლოდ ერთი პლასტიკატი ჩამოვარდა“ - თბილისის N89 საჯარო სკოლის შენობას დაჩქარებული ექსპერტიზა ჩაუტარდება
21-02-2023
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის N89 საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოვარდა გაკვეთილის მიმდინარეობისას, რამაც სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოიწვია. ფაქტის გადასამოწმებლად, etaloni.ge სკოლის დირექტორს, მიმოზა ტყებუჩავას დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და რეალურად, საკლასო ოთახში მხოლოდ ერთი პლასტიკატი ჩამოვარდა ძლიერი ორპირი ქარის გამო:

„ეს მოხდა დასვენებაზე... ბავშვებს, როგორც ჩანს, ფანჯრები გაღებული ჰქონდათ, რამაც ინციდენტი განაპირობა. სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრება, სკოლის შენობა სრულიად უსაფრთხოა ჩვენი ბავშვებისთვის, უკვე მივმართეთ ინფრასტრუქტურას და იქიდან გამომდინარე, რომ მშობლები ღელავენ, სამხარაულის ექსპერტიზაც დაჩქარებული წესით ჩატარდება.

არავინ დაშავებულა და როგორც კი ეს ინციდენტი მოხდა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა ბავშვების ნივთების სასწრაფოდ გამოვიტანეთ საკლასო ოთახიდან“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203