როგორ და რის მიხედვით დავაჯგუფოთ მოსწავლეები კლასში საერთო დავალებაზე მუშაობის დროს?
25-02-2023

გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მიზანი, თუ რა სახის ცოდნა უნდა მიიღონ მოსწავლეებმა თემის ფარგლებში. გაკვეთილის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და დავალებებიც სწორედ დასახულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

კლასში მუშაობის დროს მასწავლებელს საშუალება აქვს, მოსწავლეები დავალებაზე ამუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე წყვილებში ან ჯგუფურად. დამოუკიდებელი მუშაობის დროს მოსწავლე მარტო ასრულებს დავალებას, წყვილებში მუშაობა კი  ეფექტურია, როდესაც დაგეგმილია დისკუსია ან პედაგოგი იყენებს გონებრივი იერიშის მეთოდს. გარდა ამისა, მოსწავლეებს წყვილებში მუშაობის საშუალება შეგიძლიათ, მიეცეთ პროექტის განხორციელების ან სხვა დავალების შესრულებისას.

როდის და რა მიზნით უნდა დავაჯგუფოთ მოსწავლეები? შეიძლება თუ არა ისეთი მოსწავლეების დაჯგუფება, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები, უნარები და შესაძლებლობები აქვთ? 

მასწავლებელმა ჯგუფური სამუშაოს დროს მოსწავლეები შესაძლოა, დააჯგუფოს როგორც ინტერესების მიხედვით, ასევე მზაობის დონის შესაბამისად. მაგალითად: დაშვებულია სხვადასხვა უნარისა და ინტერესის მქონე მოსწავლეების დაჯგუფება. ასევე მიზანშეწონილია მსგავსი უნარისა და ინტერესის მოსწავლეების დაჯგუფებაც, თუმცა როდის რის მიხედვით დავაჯგუფოთ ბავშვები?

 ჯგუფების შექმნისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • მსგავსი ინტერესების მოსწავლეთა დაჯგუფება შეიძლება დისკუსიის გამართვის ან პროექტის განხორციელების მიზნით.
  • მზაობის განსხვავებული დონის მქონე მოსწავლეები ჯგუფდებიან იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან ისწავლონ.
  • მზაობის მსგავსი დონის მქონე მოსწავლეები ჯგუფდებიან იმისათვის, რომ იმუშაონ შესაბამის ამოცანებსა და პროექტებზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203