მოსწავლეებისთვის 500 და 200 ლარიან სასაჩუქრე ბარათებს განათლების სამინისტრო შეიძენს
24-02-2023
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების მიზნით წიგნისა და საკანცელარიო მაღაზიის სასაჩუქრე ბარათების შესყიდვის მიზნით 11 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

დოკუმენტის მიხედვით, სასაჩუქრე ბარათების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 500 ლარიანი ბარათი 18 ცალი;
200 ლარიანი ბარათი - 10 ცალი. 

რაც შეეხება სხვა პირობებს: 

სასაჩუქრე ბარათის წარმომდგენ პირს ბარათის გამოყენების დროს უნდა ჰქონდეს უფლება თანხის დამატებით შეიძინოს სასურველი ნივთი;

მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ვებ გვერდი, სადაც ბარათის მფლობელ პირს შესაძლებლობა ექნება, შეარჩიოს საქონელი.
მიმწოდებელი საქართველოს მასშტაბით, ადგილზე მიტანის უფასო სერვისით, მიაწვდის ბარათის მფლობელს შერჩეულ საქონელს;
სასაჩუქრე ბარათზე მითითებული უნდა იყოს სასაჩუქრე თანხის ოდენობა, მიმწოდებლის დასახელება, მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება სასაჩუქრე ბარათის განაღდება, გამოყენების ვადა (ვაუჩერის მოწოდებიდან 1 წელი) და დამოწმებული უნდა იყოს მიმწოდებლის მხრიდან ხელმოწერითა და ბეჭდით;

მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს სასაჩუქრე ბარათის მფლობელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ახალი საქონელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203