ბაღებისთვის ავტორიზაციის შეწყვეტისა და გავლის დროებითი წესი დამტკიცდა - ახალი სტანდარტი ცნობილია
22-02-2023

ბაღებისთვის ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი დამტკიცდა. დოკუმენტი გარდამავლ პერიოდში ადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ავტორიზაციის სტანდარტებს, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებსა და პროცედურას, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის განხორციელების პროცედურას.

ასევე დადგინდა სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტი:

ა) დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;

ბ) კურიკულუმი;

გ) ოჯახისა და თემის ჩართულობა;

დ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის  მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

ა) დაწესებულების მისიასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა.ა) დაწესებულების მისია;

ა.ბ) სტრატეგიული განვითარება.

ბ) კურიკულუმთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ბ.ა) კურიკულუმის დაგეგმვა;

ბ.ბ) კურიკულუმის განხორციელება;

ბ.გ) კურიკულუმის  შეფასება და განვითარება.

გ) ოჯახისა და თემის ჩართულობასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

გ.ა) თანამშრომლობის დაგეგმვა;

გ.ბ) თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება;

დ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის  მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

დ.ა) პერსონალის მართვა და განვითარება;

დ.ბ) პროცესების მართვა;

დ.გ) მატერიალური რესურსი;

დ.დ) კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი;

დ.ე) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

დ.ვ) ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება;

დ.ზ) ფინანსური რესურსი.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203