ჭაბუკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებს გაეცნენ
23-04-2018

ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებს და ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს გაეცნენ, ისწავლეს მრგლოვანით წერა-წაკითხვა.

სკოლის დირექტორმა ნათელა არაბულმა მოსწავლეებს ძველი ქართული ანბანი გადასცა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაც ჩაატარეს, რომელზეც მშობლიურ ენას სიმღერებითა და ლექსებით შეასხეს ხოტბა. 

კვირეულის მიმდინარეობას პედაგოგები რუსუდან ციყელაშვილი და ნინო კოვზირიძე ხელმძღვანელობდნენ. 

„საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეები მასში ხალისით ჩაერთვნენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203